ისინი - ერთმანეთის სრული წინააღმდეგობაა. მათგან ერთერთი სამაგალითო
მეოჯახეა, რომელსაც არც ისე ბევრი ფული აქვს, მეორე კი მდიდარია და უცოლო.
მეგობრობის გარდა მათ პოლიციაში მუშაობა აერთიანებს. მათი ახალი დავალებაა
- დაიჭირონ სასტიკი ბოროტმოქმედი, რომელმაც ნარკოტიკები მოიპარა საიდუმლო
საწყობიდან, ასევე გოგონა გადაარჩინონ, რომელიც შემთხვევით ამ
ბოროტმოქმედის გზაზე აღმოჩნდა. მაგრამ ამისათვის მეგობრებს ადგილების
გაცვლა მოუწევთ...